მამუკა მდინარაძე: “ქართული ოცნებისთვის” დაარსების დღიდან ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი პატივი და ღირსება იყო, დღემდე ასეა და ყოველთვის ასე იქნება
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიისთვის დაარსების დღიდან ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი პატივი და ღირსება იყო, დღემდე ასეა და ყოველთვის ასე იქნება.
როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანა დემოკრატიის განვითარებისკენ სვლას გააგრძელებს.
“2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
პარტიისთვის დაარსების დღიდან ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი პატივი და ღირსება იყო, დღემდე ასეა და ყოველთვის ასე იქნება!
ქვეყანა კი გააგრძელებს განუხრელ სვლას დასავლეთისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ და ამ პროცესს ვეღარაფერი შეაფერხებს, ამის მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილია!”, – წერს მდინარაძე.