თამარ გაბუნია: აღდგომის დღესასწაულისთვის დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა, საკითხი დადგეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აღდგომის დღესასწაულისთვის დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა, საკითხი დადგეს. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ჯერჯერობით, რამე გადაწყვეტილება აკრძალვასთან დაკავშირებით არ მიგვიღია, თუმცა, ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს 10 დღე, ვიდრე მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე და ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში ეპიდემიურ სურათს ცვლის. ასე რომ, კიდევ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა, საკითხი დადგეს, რადგან ამას დღევანდელი ეპიდვითარებიდან ვერ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები