შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეს გასაგებია, მაგრამ საია-სგან არ მოველოდი

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიღწეული შეთანხმების აღსრულების ჩაშლას ცდილობენ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს.

შეთანხმების წარუმატებელი ჩაშლის გამო, ,,ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეს გასაგებია, მაგრამ საია-სგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი”, – წერს პაპუაშვილი.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები