სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი: მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება

ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი საქართველოში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ისეთი ქვეყნის შენებაში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ჯინ შაჰინი აქვეყნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები