გიორგი ტყემალაძემ სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო. ტაძრის ეზოში ბაღის გაშენება საქართველოს საპატრიარქოს ფონდის – „გაამწვანე საქართველოს“ ორგანიზებით მიმდინარეობს.

აქციის ფარგლებში, ტაძრის ეზოში 30 სახეობის, 700 -ზე მეტი დეკორატიული მცენარე დაირგვება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სვეტიცხოვლის ეზოში, პატრიარქის კურთხევითა და უშუალო მონაწილეობით, არაჩვეულებრივი ბაღის გაშენება მიმდინარეობს. გიორგი ტყემალაძის თქმით, მისთვის მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა დიდი პატივია.

„უწმინდესის კურთხევით, სვეტიცხოვლის ეზოში არაჩვეულებრივი ბაღის გაშენება მიმდინარეობს, რომელშიც კერძო და სამთავრობო სექტორი აქტიურად არის ჩართული. ბაღის გაშენებას საპატრიარქოს ფონდი – „გაამწვანე საქართველო“ კურირებს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ფონდის ხელმძღვანელს – გოჩა არონიშიძეს. დარწმუნებული ვარ, რომ სვეტიცხოვლის ეზოში არაჩვეულებრივი ბაღი გაშენდება. ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მათივე ცნობით, ტყემალაძესთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილმა, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა – ლევან ჯაფარიძემ მიიღეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები