განათლების მინისტრი პედაგოგებისთვის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მიესალმება
“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებისთვის ვაქცინაციის პროცესი იწყება”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
ჩხენკელმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი მთელი საქართველოს მაშტაბით. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების, ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ეს არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.