დაწესდება თუ არა სააღდგომოდ ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები – თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის მთავარი ბერკეტი მობილობის შეზღუდვაა.

კითხვაზე, სააღდგომოდ საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე დაწესდება თუ არა შეზღუდვა, გაბუნია პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის.

“მობილობის შეზღუდვა ჩვენთვის მთავარი ბერკეტია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ იქნება შემთხვევების აგრესიული მატება, შესაძლოა, გარკვეული ლოკალური შეზღუდვების საკითხი კვლავ დადგეს, ფართომასშტაბიან ,,ლოქდაუნზე,, საუბარი ნამდვილად არ არის, სატრანსპორტო შეზღუდვებზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის”, – აღნიშნა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები