ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში მკვლევრები მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით დაიშვებიან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში 22 აპრილიდან მკვლევრები მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით დაიშვებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო დროს 09:00-18:00 სთ., ტელეფონის ნომერზე: +995 32 2373913, ჯავშნის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
“ორმეტრიანი დისტანციის დაცვის გათვალისწინებით, მკვლევართა დარბაზში სამუშაოდ ერთდროულად მხოლოდ 14 პირი დაიშვება. ყველა მკვლევარმა, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა დაიცვას შემუშავებული რეკომენდაციები. ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf.” , – აღნიშნულია ინფორმაციაში.