ირაკლი ლატარია: მიშა ,,ოცნებას” ისეთ თამაშში ჩაჰყვა და ისეთ ფინტს წამოეგო, რომ აქედან გამარჯვებული კი არა, ძალიან გალახული გამოვა

„დღეს წესით ოპოზიცია გამარჯვებას უნდა ზეიმობდეს, მაგრამ რეალურად მათი ერთობის რღვევა იწყება – იმ ერთობის, რომელიც არასოდეს არ ჰქონიათ“, – ამის შესახებ ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიშა ,,ოცნებას,, ისეთ თამაშში ჩაყვა და ისეთ ფინტს წამოეგო, რომ აქედან გამარჯვებული კი არა, ძალიან გალახული გამოვა.

„დღეს, წესით, ოპოზიცია გამარჯვებას უნდა ზეიმობდეს, მაგრამ რეალურად მათი ერთობის რღვევა იწყება – იმ ერთობის, რომელიც არასოდეს არ ჰქონიათ. ამას უნდა მივაწეროთ ,,ნაცების,, გაქცეული ბელადის სასწრაფოდ გამოჩენა ქართულ მედიაში, რომელსაც სათქმელი აღარაფერი ჰქონდა და საარჩევნო კომისია დაიხვია ხელზე, რა შეთანხმებაზეა საუბარი, როცა ხმებს ისევ ეს კომისია დაითვლისო. ანუ რა გამოდის, ამ კომისიის დათვლილი ხმების შემდეგ მისცა არჩევნებს ლეგიტიმაცია ენდიაი-მ, ეუთო-მ და ოდირ-მა და მიშა არ ენდობა? სინამდვილეში მარტივი რამე ხდება – სააკაშვილს ბოლომდე არ ეგონა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპელებთან ერთად შეაჯერებდა პოზიციებს, მას ეგონა, რომ კრიზისი გაიწელებოდა, მელია ამიტომ ჩასვა ციხეში, რომ ეს კრიზისი გაემძაფრებინა და უცბად მმართველი პარტიამ მას დიდი სიურპრიზი დაახვედრა – მიშელის პირობებს დათანხმდა. ეს არის უდიდესი დარტყმა სააკაშვილისა და რადიკალებისთვის, ხოლო მართლაც წარმოუდგენლად სწორი გადაწყვეტილება ,,ოცნების,, მხრიდან, რომლის მსგავსი ბოლო წლებში ცოტა თუ მახსენდება. რურუასაც ჩატოვებს ციხეში და არც მელიას მისცემს ციხიდან გამოსვლის საშუალებას, სანამ იოტისოდენა შანსი მაინც ექნება მორიგი რადიკალიზაციისა და კრიზისის დატოვების, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ მიშა ,,ოცნებას,, ისეთ თამაშში ჩაჰყვა და ისეთ ფინტს წამოეგო, რომ აქედან გამარჯვებული კი არა, ძალიან გალახული გამოვა“, – წერს ექსპერტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები