დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: როგორც ჩანს, სახალხო დამცველს ავტორიტეტი არ ეყო, გვინახავს მისი დაუბალანსებელი განცხადებები, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ეკლესიას

“შეშვებითაც არაფერი დაშავდებოდა. მეუფეს იქ საკმაოდ მოწესრიგებული აქვს ყველაფერი, მიზეზი სხვა რამეში უნდა ვეძებოთ”,- ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სხალთის ეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები არ შეუშვა.

ჯაღმაიძის თქმით, ომბუდსმენის აპარატის არ შეშვების მიზეზი შესაძლოა, სახალხო დამცველის დაუბალანსებელი განცხადებები იყოს.

“მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, დეტალები შეგიძლიათ მეუფისგან შეიტყოთ. უბრალოდ, შეშვებითაც არაფერი დაშავდებოდა. მეუფეს იქ საკმაოდ მოწესრიგებული აქვს ყველაფერი, მიზეზი სხვა რამეში უნდა ვეძებოთ. როგორც ჩანს, ჩვენს სახალხო დამცველს ავტორიტეტი არ ეყო, რომ იქ შეეშვათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინახავს მისი დაუბალანსებელი განცხადებები მაშინ, როცა საქმე ეხება ეკლესიას, შესაძლოა ეს იყოს მიზეზი. ჩვენ ვიცით, რომ იქ მოწესრიგებულია ყველაფერი, ფინანსური მხარეც, ბავშვების ცხოვრება მოწესრიგებულია და ითვლება, რომ კარგი პირობები აქვთ, წვრილმანები არ ვიცი”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები