“გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ?” – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგების დროს მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

“გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, კაცი სამსახურიდანაც ფაქტიურად გააძევეს და მიზეზი ძალადობაა. პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? არ ძალადობთ ეკლესიაზე? არ ძალადობთ თითოეულ ადამიანზე? თუ ჩვენც გავხდეთ თქვენსავით მოძალადეები? ცუდის გაკეთება ადვილია, სიკეთის კეთებაა ძნელი”,- ამბობს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები