ვინ არის ,,საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი
არსებული ინფორმაციით, თბილისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა.
“საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდამსხმელი 28 წლისაა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს ერთი შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ დააკავეს და მძევლები გაათავისუფლეს.