მამუკა მდინარაძე: დღეს შალვა ბედოიძემ და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიციელი გმირია

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ,,საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მდინარაძე საქართველოს პოლიციასა და შალვა ბედოიძეს მადლობას უხდის.

,,დღეს შალვა ბედოიძემ და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიციელი გმირია!
მადლობა შალვასა და შსს-ს მთელს პირად შემადგენლობას”, – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს ერთი შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ დააკავეს და მძევლები გაათავისუფლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები