ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი – ილია ძოწენიძე, რომელიც დადის ნამოხვანის საწინააღმდეგო აქციაზე, დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში

“რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი – ილია ძოწენიძე, რომელიც დადის ნამოხვანის საწინააღმდეგო აქციაზე, დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი – ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სწორედ ეს ადამიანი მოავლინეს რუსეთიდან იმისათვის, რომ ააგოროს საპროტესტო ტალღა, მოაწყოს არეულობა და ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას.

,,SOS! რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადადის!

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი – ილია ძოწენიძე, რომელიც ფიზიკურადაც დადის ნამახვანის საწინააღმდეგო აქციაზე, ასევე, მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში. დღეს ამის პირველი მაგალითიც გამოჩნდა – ქართული მარში უკვე ოფიციალურად ჩავიდა გუმათში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად. რაც შეეხება ილია ძოწენიძეს, ის რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს, ასევე, მისი კომპანია აშენებს გვირაბებსა და გზებს. ძოწენიძე რამდენიმე წლის წინ თავად მედვედევმა დააჯილდოვა ოქორს მედლით წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.
სწორედ ძოწენიძე აფინანსებს საქართველოში მოქმედ ყველა რუსულ პარტიას, მათ შორის, ის არის ბურჯანაძის პარტიის დამფინანსებელი და სწორედ მან დაუგეგმა ბურჯანაძეს მოსკოვში პუტინთან შეხვედრა. ის ასევე აფინანსებს რუსეთიდან მართულ „პრიმაკოვის ცენტრს“.

აი, სწორედ ეს ადამიანი მოავლინეს რუსეთიდან იმისათვის, რომ ააგოროს საპროტესტო ტალღა, მოაწყოს არეულობა და ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას. ილია ძოწენიძე ახლა სწორედ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება და პირადად აფინანსებს და ხელმძღვანელობს რუსულ სპეცოპერაციას ნამახვანის წინააღმდეგ”, – წერს ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები