ლევან რატიანი: ღმერთო, გაგვაერთიანე და ერთმანეთის ჭირ-ვარამის გულშემატკივარი გაგვხადე – უპირობოდ უნდა გადავრჩეთ

“ღმერთო, გაგვაერთიანე და ერთმანეთის ჭირ-ვარამის გულშემატკივარი გაგვხადე, არ არის დრო მტყუან-მართლის ძიების, ამ ჟამიანობისას”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი – ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ნუთუ ვერ ხედავ და ნუთუ არ გესმის – არ მინდა, ვუსმენდე და ვხედავდე ამდენ ტკივილს, ტკივილი – რომელიც მიკლავს გულს….ნუთუ ვერ დაელაპარაკები და ვერ ჩაიკრავ გულში და ეტყვი – ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ნუთუ შენი პირადი გძლევს ასე, რომ ეს ვერ შეძლო ეს… მიდი, შეძელი, გთხოვ და გამონახე საერთო… შენ ეს უნდა შეძლო, იცი….თუ ეს ვერ შეძელი, ამ ჟამიანობისას აუცილებლად წავაგებთ ამ უთანასწორო ომს…. ღმერთო, გაგვაერთიანე და ერთმანეთის ჭირ-ვარამის გულშემატკივარი გაგვხადე…. არ არის დრო მტყუან-მართლის ძიების ამ ჟამიანობისას, გაიგე, გთხოვ…. ჩვენ უპირობოდ უნდა გადავრჩეთ და შენ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო….ღმერთი ჩვენკენ.. შენ ამას შეძლებ და გულში ჩაიკრავ მას და აპატიებ და ეტყვი – ჩვენ ერთი ვართ და შენ ეს შეგიძლია, მიდი და გააკეთე გთხოვ…..”, – წერს რატიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები