“ახლა დროა, ყველამ გააანალიზოს სიტუაცია. ველოდებით, რომ ყველაფერი კომპრომისით გადაწყდება”, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის განვითარებულ პროცესებზე საუბრობს.
მისივე თქმით, საქართველოს საზღვრებს გარეთ ბევრი მეგობარი ჰყავს.
“ახლა დროა, ყველამ გააანალიზოს სიტუაცია. ბევრი რამ ხდება შიგნით და გარეთ. აქვე მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ასე რომ, ახლა არის გაერთიანებული ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი პრიორიტეტული ინტერესი, რადგან რეგიონსა და ევროპაში ბევრი გამოწვევაა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველაფერი კომპრომისით გადაწყდება”, – აცხადებს ანდრიუს კალინდრა.