დავით ზალკალიანი: ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, არ შეიძლება, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან მთლიანი პროცესი იყო აყვანილი მძევლად

“ულტიმატუმებით საუბარი წარმოუდგენელია, მიუღებელია, არ შეიძლება, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან მთლიანი პროცესი იყო აყვანილი მძევლად”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრიცესი ხელოვნურად შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს.

„ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებლობა სიტუაციის დასტაბილურებისა და შესაბამისი შეთანხმების მოძებნის ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის.

ულტიმატუმებით საუბარი წარმოუდგენელია, მიუღებელია. არ შეიძლება, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან მთლიანი პროცესი იყო აყვანილი მძევლად; ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჩართული არიან და ვინც რაციონალურად უდგება, აცნობიერებს დღეს არსებული გეოპოლიტიკური სურათის სიმწვავეს, ალბათ, უნდა მივიდნენ ამ დასკვნამდე. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მოხდება, რათა პროცესი გამოვიდეს ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რაც არის ხელოვნურად შექმნილი გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან და მოვახდინოთ შეთანხმება, რადგანაც, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება შიდა კონსოლიდაცია გარკვეული საფრთხეების გასამკლავებლად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები