ნათია თურნავა: ანგაჟირებული პოზიციაა, რომ ნამოხვანში გამოხატვის თავისუფლება ირღვევა, ვინ აგებს პასუხს, რომ მეორე უბედური შემთხვევა არ მოხდება

“ანგაჟირებული პოზიციაა, რომ ნამოხვანში გამოხატვის თავისუფლება ირღვევა, ვინ აგებს პასუხს, რომ მეორე უბედური შემთხვევა არ მოხდება”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ნამოხვანჰესის” მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილება ადგილზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

,,რამდენიმე დღის წინ იყო სამწუხარო შემთხვევა, ახალგაზრდა, რომელიც იმყოფებოდა კარვებში, შემდეგ გამოვიდა და გაუჩინარდა წყალში. დღესაც არ არის ჩვენთვის ცნობილი, რა გარემოებებში მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც წყლის დონე დიდდება, ვერ შეფასდება, როგორც უსაფრთხო გარემო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საპროტესტო აქციების დროს ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ჩანს ადგილზე სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული, თვითონ აქტივისტებიც არ იცნობენ ერთმანეთს.

არასწორი, ანგაჟირებული პოზიციაა, რომ იქ ვინმეს გამოხატვის თავისუფლება ირღვევა. რაც კეთდება, უსაფრთხოების გამო კეთდება. ვინ აგებს პასუხს, რომ მეორე ასეთი უბედური შემთხვევა არ მოხდება,” – განაცახადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები