თამარ გაბუნია: დილის მდგომარეობით, 22 090 პირია აცრილი, ვაქცინაციის ადგილები საკმარისია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის ადგილები საკმარისია.
მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს.
„დილის მდგომარეობით, ვაქცინირებული იყო 22 090 პირი, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება, გუშინ დაემატა ვაქცინაციის ბრიგადები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ანუ ვაქცინაციის ადგილები საკმარისია.
ამჟამად, მკურნალობას გადის კორონავირუსით ინფიცირებული 8 000 ადამიანი, რომლებიც განაწილებული არიან ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში. 81 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.
ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს“, – განაცხადა გაბუნიამ.