მეუფე იაკობი: ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის, ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ”,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ხირსის მონასტერში განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიას ებრძვიან, რათა საქართველო ადვილად დაშალონ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ამ მძიმე მდგომარეობიდან და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ. ადამიანს, რომელსაც აღიარება შეუძლია და სინანულსაც დავინახავთ, ის ძვირფასი ხდება, ვინც არ უნდა იყოს. ყველა ფრთხილად უნდა იყოს! რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან. ეს ორაზროვანი ლაპარაკები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცოტა დაფიქრდნენ, აირჩიონ – ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, მერე ავტორიტეტიც აღარ არსებობს და ყველას მიეხედება. ერთობა ნამდვილი ვიცი და ძალით ერთობა არ გამიგია. ჩვენს პატრიარქს ღმერთმა მეტი გამძლეობა მისცეს, სულიერად ძალიან ძლიერად არის. ფიზიკურად ვხედავთ, რომ იმდენს ლოცულობს ჩვენთვის, რომ რამდენი წელია ხორციელ ტკივილშია. რომ გვიყურებს, ასე რომ ვიქცევით, სულიერი ტკივილიც ექნება. მადლობა უფალს, არასდროს არ მიუტოვებია და დღესაც 44-ე წელია, მწყემსავს ჩვენს ერს. რამდენი რამე გადაიტანა თვითონ, ამ გზაზე რომ მოვეყვანეთ. ეკლესია რომ ჩაიბარა, ამდენი მრევლიც არ იყო მაშინ. გაგვზარდა და არ ვაფასებთ. ღმერთი, ვინც დასაფასებელია, ყველას დააფასებს. ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ადვილად დაშალონ საქართველო, დავალება აქვთ. გადაივლის ეს დღეები, ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.