ენგურის გადმოლახვის დროს დაღუპული ცოლ-ქმარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს
ზუგდიდის სოფელ შამგონაში საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები ენგურის ხიდის გავლით გალის მშობლიურ სოფელ წარჩეში გადაასვენეს.
გარდაცვლილები ენგურის ხიდთან ნათესავებმა და ახლობლებმა გააცილეს.
ახლობლების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებენ, გადავიდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში და პატივი მიაგონ გარდაცვლილ ნათესავებს.
გარდაცვლილებს პატივი მიაგეს ასევე აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა.