დავით ზალკალიანი: მთლიანად ქვეყნის, ერის ვალია, მათი ხსოვნის წინაშე ვიყოთ გაერთიანებული, ვიყოთ კონსოლიდებული ისე, როგორც 9 აპრილს – ჩვენი ერი
“მთლიანად ქვეყნის, ერის ვალია, მათი ხსოვნის წინაშე ვიყოთ გაერთიანებული, ვიყოთ კონსოლიდებული ისე, როგორც 9 აპრილს – ჩვენი ერი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„სამწუხაროდ, ბრძოლა ჯერ დასრულებული არაა, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია და ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იყოს სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გაწირა და ვინც შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენი, მთლიანად ქვეყნის, ერის ვალია, მათი ხსოვნის წინაშე ვიყოთ გაერთიანებული, ვიყოთ კონსოლიდებული, როგორც არასდროს, ისე იყო კონსოლიდებული ჩვენი ერი 9 აპრილს და საქართველოს ისტორიაში, მართლაც იშვიათია ისეთი მომენტები, როდესაც ერი გაერთიანებულია. სწორედ დღეს გვაკლია ეს ერთობა, გვაკლია გაერთიანება და კონსოლიდაცია იმ სერიოზული გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ოკუპაცია, პანდემიასთან ბრძოლა, ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება. სწორედ ეს არის ეს უსერიოზულესი გამოწვევები, რომლებიც დღეს აქტუალურია ჩვენი ქვეყნის წინაშე და როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება. სწორედ ამ ადამიანების ხსოვნის პატივისცემად, თითოეული ჩვენგანის, საქართველოს პოლიტიკურ ველზე ყველა აქტორის ვალია, ვიყოთ გაერთიანებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.