ლევან ნიკოლეიშვილი: გიორგი კანდელაკი იმ გუნდის წევრია, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე რომ დატესტეს

“გიორგი კანდელაკი იმ გუნდის წევრია, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე რომ დატესტეს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს უკვე გიორგი კანდელაკი გამოვიდა „ანტირუსული ბრიფინგით“ და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ „უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მკაფიო და აქტიურ რეაგირებას ითხოვს ოპოზიცია.”

,,გაკოტრებული პოლიტიკოსები, მრავლად არიან ერთპარტიულ ოპოზიციაში, გუშინდელი სერგი კაპანაძის დაბნეულ-დაბრეხვებული მავნებლობის შემდეგ – საქართველო კასეტური ბომბებით ბომბავდა ცხინვალსო (ანალოგიურს, ზუსტად ანალოგიურს გვაბრალებდა რუსეთის მასმედია და პროპაგანდის მანქანები!), დღეს უკვე გიორგი კანდელაკი გამოხტა „ანტირუსული ბრიფინგით“ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა – „უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მკაფიო და აქტიურ რეაგირებას ითხოვს ოპოზიცია.” ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ, “მიმდინარე პროცესები საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის გამოიყენოსო.“ ეს იცით, რომელი გიორგი კანდელაკია, აი, 2008 წლის ევროპარლამენტის რეზოლუციას რომ მოაწერა ხელი, საქართველომ დაიწყო ომიო! იცით, რომელი გუნდის წევრია, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, რომ დატესტეს! აი, ნატო-ს სამიტზე, რომ წავიდნენ და MAP-ზე უკეთესი რომ ჩამოიტანეს! …ლამის მთელი სამყარო რომ ეუბნება – პარლამენტის ბოიკოტი და ხელოვნურად კრიზისის შექმნა რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავსო და კანდელაკს არიქა, უპოვია გამოსავალი, ხელისუფლებამ „მიმდინარე პროცესები საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის გამოიყენოსო.“

უკაცრავად და როგორ უნდა გამოიყენოს?
მიმართოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და უთხრას, ხომ ხედვთ, რუსეთი რას აკეთებს უკრაინაში და აქედან გამომდინარე სასწრფოდ მიგვიღეთ ნატო-ში? ასე ხომ არ ჯობს: ვგმობთ რუსეთს, მიგვიღეთ ნატო-ში! არც ეს იქნება ცუდი: ჩვენ გვინდა ნატო-ში, ოღონდ იცოდეთ, გვყავს პრორუსული ოპოზიცია (ევროპარლამენტარებმა თქვეს, მათი საქციელი რუსეთისთვის ხელშეწყობააო…) ! ან
თუ მიგვიღებთ ნატო-ში, ერთპარტიული ოპოზიცია თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს და თქვენც დაისვენებთ და ქართველი ხალხიცო?!
მგონი, გიორგი კანდელაკმა უფრო ზუსტად იცის, როგორ….არა რა , ზუსტად გაწერილი გეგმაც ექნება, მაგრამ ათქმევინებ?”, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები