ივანე ჩხაიძე: ბაღებისა და სკოლების დახურვაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, თუ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ორჯერ და სამჯერ მეტი გვექნება

“ბაღებისა და სკოლების დახურვაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, თუ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ მეტი გვექნება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება აუცილებელია.

„სკოლამდელი დაწესებულებების ჩაკეტვაზე საუბარი შეიძლება მაშინ, თუ ჩვენ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა გვექნება ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის. ეს რიცხვები არ გვაძლევს იმ რეკომენდაციის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დავკეტოთ სკოლები და ბაღები. რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, ჩაკეტვებს, ეს არის აუცილებელი. სწორედ ამიტომ არის წერტილოვანი, რომ არ მოხდეს აქედან ინფექციის შემთხვევების გავრცელება რაიონის ან რეგიონის მასშტაბით. ასე რომ, წერტილოვანი შეზღუდვების პრაქტიკა საყოველთაოდ მიღებულია, ძალიან ამართლებს და ვფიქრობ, ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოში ამის ეპიდშესაძლებლობა არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები