თამარ გაბუნია: აცრის წინ დ-დიმერის ან სხვა რომელიმე გამოვლევის ჩატარება საჭირო არ არის

“აცრის წინ დ-დიმერის ან სხვა რომელიმე გამოვლევის ჩატარება საჭირო არ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის წინ გამოკვლევების ჩატარება არცერთი პროტოკოლით რეკომენდებული არაა.

„აცრის წინ არანაირი გამოკვლევის ჩატარება არცერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის, თუმცა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება ან მედიკამენტური მკურნალობა, პაციენტს ვურჩევთ, კონსულტაცია გაიაროს თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად ან დ-დიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ არ არის საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები