დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დღეს მღვდელმთავრები ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ

“ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა, დღეს უფრო გაფართოებული იქნება.

„საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავრები იკრიბებიან. ეს არ არის პირველი პრეცედენტი. ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა, დღეს უფრო გაფართოებული იქნება. მღვდელმთავრები იმსჯელებენ მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე.

იცით, გუშინ მამა გრიგოლი, რომელიც მეუფე სტეფანემ მიავლინა ერთ-ერთ ტაძარში მსახურებისთვის, არ შეუშვეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირებმა, რომელთაც მღვდელმთავარმა მსახურების უფლება შეუწყვიტა, იქ მაინც იმსახურეს. ეს უხეში დარღვევაა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება, თუკი მათ აპელაციაზე შემოაქვთ საჩივარი, სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება, მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ. ეს კიდევ ერთი დარღვევაა, როდესაც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას სასულიერო პირი უგულებელყოფს“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

სალხინოს მამათა მონასტერში იღუმენი გრიგოლ დარსალია ხარების დღესასწაულზე ტაძარში მსახურებისთვის არ შეუშვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები