მეგი ბაქრაძის მეუღლე ახალციხის კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე, მანუჩარ კობახიძე ახალციხის კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება არასწორად მიმდინარეობს.

“პირველ ყოვლისა, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი – ბარძიმაძე და მაისურაძე. დღეს რომ არაფერი იციან, როგორ არ იციან ამხელა კლინიკა აქვთ, ადამიანი მოუკვდათ და არ იციან? ქალბატონი ვიოლეტა რომ გამოდის და ამბობს, იქ არ ვყოფილვარო, აბა, სად იყო? გამოძიება არასწორად მიდის, ამიტომ, სხვანაირად მოვიქცევი, როგორც საჭირო იქნება, ისე გავაკეთებ”, – აცხადებს მეგი ბაქრაძის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს – ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს – თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები