“მე ვუთხარი ოპოზიციას, თუ თქვენ დარჩებით პარლამენტის გარეთ, თუ თქვენ გადაწყვეტთ რევოლუციის გზით სიარულს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, ოპოზიცია პარლამენტის შიგნით უნდა იყოს და არა – გარეთ.
„მე ვუთხარი ოპოზიციას, თუ თქვენ დარჩებით პარლამენტის გარეთ, თუ თქვენ გადაწყვეტთ რევოლუციის გზით სიარულს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება. ჩვენ ვერ გავაუმჯობესებთ ინსტრუმენტებს ოპოზიციისთვის და ვერ შევასრულებთ ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებაში მოცემულ რეკომენდაციებს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია პარლამენტში და არა – გარეთ და ცხადია, მივმართავთ ორივე მხარეს, რომ საკუთარი სამუშაო შეასრულონ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.