ივანე ჩხაიძე: თუ იმ გზით წავედით, რა გზითაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში და ქვეყანაში 3-4-5 ათასი შემთხვევა მივიღეთ ყოველდღიურად, მაშინ გაცილებით მკაცრი რეკომენდაციები იქნება

“თუ იმ გზით წავედით, რა გზითაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში და ქვეყანაში 3-4-5 ათასი შემთხვევა მივიღეთ ყოველდღიურად, მაშინ გაცილებით მკაცრი რეკომენდაციები იქნება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ყოველდღიური შემთხვევები 600-დან 1000-მდე იქნება, ამის რეგულირება შესაძლებელია.

„თუ შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა დარჩა დღევანდელ ფარგლებში, ანუ 600-დან 1000-მდე მერყეობს, ეს დასაშვებია. ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია, ვარეგულიროთ ეს პროცესი და, შესაბამისად, არც კლინიკური სექტორის მზაობა არ იქნება შეუსაბამო. მაგრამ, თუ ამ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, თუ იმ გზით წავედით, რა გზითაც წავედით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში და ქვეყანაში 3-4-5 ათასი შემთხვევა მივიღეთ ყოველდღიურად, მაშინ არამხოლოდ აღდგომასთან დაკავშირებით, ეს იქნება გაცილებით მკაცრი რეკომენდაციები, შესაძლებელია გავიმეოროთ ის, რაც იყო 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის დასაწყისში“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები