რატი იონათამიშვილი – სერგი კაპანაძეს: შენნაირ “განათლებულ” ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა
“შენნაირ “განათლებულ” ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მსგავსი რეაქციები მოყვება, როდესაც “სამშობლოს გაყიდვის “გაპრავებას” მოინდომებ”.
,,მხოლოდ ამ ერთ აბზაცში, სადაც, დაბრალების გარდა, შენი ჭკუით, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა გადაწყვიტე:
1. “დებილი” არის სამედიცინო ტერმინი, ნოზოლოგია, როდესაც ადამიანს გონებრივი განვითარების თანდაყოლილი შეფერხება ან ჩამორჩენა აქვს და ეს შეიძლება, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველი გახდეს. დებილიზმი ოლიგოფრენიის მსუბუქი ფორმაა. ვინც ეს არ იცის, ის, სამწუხაროდ, ამ ტერმინს სალანძღავად იყენებს. ისევე, როგორც აკო მინაშვილი – “კოჭლს”.
2. “ორსაათიანი” ერთად იწერება. თუ ცალ-ცალკე დაწერ, ორი ერთსაათიანი მონაკვეთი გამოვა.
შენნაირ “განათლებულ” და “პრადვინუტ” ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა!..
აი, შენი პირველი პოსტი კი შეცდომა ნამდვილად არა, – გაცილებით მძიმე იყო და რეაქციაც შესაბამისი მიიღე. ახლა ზიხარ და გამწარებული ერთმანეთზე უარეს სტატუსებს “აცხობ”. ასეა, როცა სამშობლოს გაყიდვის “გაპრავებას” მოინდომებ”, – წერს რატი იონათამიშვილი.