აკაკი ზოიძე: აუცილებელია, რომ დღეს არსებული ძალიან ეფექტური ვაქცინებით დავასრულოთ პანდემია, როგორც ეს გააკეთა ისრაელმა

“აუცილებელია, რომ დღეს არსებული ძალიან ეფექტური ვაქცინებით დავასრულოთ პანდემია, როგორც ეს გააკეთა ისრაელმა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი იარაღია, რომ პანდემია დასრულდეს.

„ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომ პანდემია დავასრულოთ და მუდმივად არ ვიყოთ მესამე, მეოთხე, მეცხრე და ოცდამეათე ტალღის მოლოდინში. აუცილებელია, რომ დღეს არსებული ძალიან ეფექტური ვაქცინებით დავასრულოთ პანდემია, როგორც ეს გააკეთა ისრაელმა და, პრაქტიკულად, უკვე გამოდიან იმ დამთრგუნველი შეზღუდვებიდან, რომელიც ცუდად მოქმედებს თითოეულ ჩვენგანსა და ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები