ირაკლი ღარიბაშვილი: თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.
“ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში”, – წერს ღარიბაშვილი.