აკაკი ზოიძე: თუ იგნორირებას გავუკეთებთ რეგულაციებს, გავმართავთ ქორწილებს, მასობრივი თავშეყრის ღონისძიებებს, ეპიდვითარება გაუარესდება

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, რეგულაციების იგნორირება და მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების გამართვა ეპიდვითარებას გააუარესებს.

ამის შესახებ ზოიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„თუ იგნორირებას გავუკეთებთ რეგულაციებს, გავმართავთ ქორწილებს, მასობრივი თავშეყრის ღონისძიებებს, ეპიდვითარება გაუარესდება. ანალოგიურად განვითარდა მოვლენები შემოდგომაზე, როცა მივიღეთ ნოემბერ-დეკემბერი და 3 700 ადამიანი გარდაიცვალა და განხორციელდა დიდი ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე. იგივე მოხდება, თუ შემოდგომის გაკვეთილს არ გავითვალისწინებთ და არ აიწევს პირბადის ტარების მაჩვენებელი“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები