ბათუმში სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ბათუმში მოძრაობა “სირცხვილიას” სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქცია-მსვლელობის დროს „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო, ორი პირი დააჯარიმეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცავები პროვოკაციას აწყობენ.
“აქცია მშვიდობიანია და ადამიანების დაჯარიმება დაიწყეს. დღეს ვარღვევთ კომენდანტის საათს, გამოხატვის თავისუფლება კომენდანტის საათის დროს არის კანონიერი”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა
თავის მხრივ, სამართალდამცავები ამბობენ, რომ აქციის სხვა მონაწილეებსაც დააჯარიმებენ.