ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ

ბათუმში მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქცია – მსვლელობას აწყობენ.

აქციის მონაწილეები, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებენ.

ისინი მსვლელობას მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისიდან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ აწყობენ, სადაც აქციას გამართავენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები