ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ- ერთი რესტორნის მფლობელის შვილია.
არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით სტუმარმა მიაყენა. დაჭრილი ახალგაზრდა, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.