ამირან გამყრელიძე: უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე წლის ბოლომდე და მეტი, პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება

“უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის შედეგი მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება.

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე არის ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი. ამაზე არის ძალიან ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზარდა, რომ დიახ, უნდა შევწუხდეთ ცოტა. მესმის, ყველას გვაწუხებს დღეს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა სხვა არაფერი არ არსებობს. ვაქცინა შედეგს მოგვცემს, როცა კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში ანუ რაღაც რაოდენობა ადამიანებს ავცრით, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი, პირბადის ტარება, ალბათ, დაგვჭირდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები