ჩინეთის ელჩი: “სინოფარმის“ 100 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია – მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ აღიარა
“ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის, დაახლოებით, 100 მილიონზე მეტი დოზა მსოფლიოს მასშტაბით უკვე გამოყენებულია და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია”, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ლი იანმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ აღიარა.
„სინოფარმის“ ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო ვირუსის ინაქტივირების მეთოდით, ამიტომ, მას აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა. ვაქცინის, დაახლოებით, 100 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია, მაგრამ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული“, – განაცხადა ელჩმა.