სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. ამის შესახებ “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათი განმარტებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დარგვის აქციაში მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ეზოში 700-მდე 30 სახეობის დეკორატიული მცენარე დარგეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს აქციებში საზოგადოების ჩართულობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფონდთან „გაამწვანე საქართველო“ ერთად არაერთი პროექტი განახორციელა. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
გამწვანების აქცია კომპანიის „საქართველოს ნერგები“ მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები