“ის, რომ ევროკავშირი სანქციებზე საუბრობს, ტყუილია”, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები და მედიასაშუალებები წევენ თემას ისე, თითქოს, ევროკავშირი სანქციებზე საუბრობს, ეს არის ტყუილი. როდესაც პირობით დათქმებს დაარქმევ სანქციებს, ესაა საზოგადოების მოტყუება. გარკვეული პირობითობა იყო გახმოვანებული ევროპარლამენტარების მხრიდან დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკომისია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.