La Repubblica: იტალიაში 80 რუსი დიპლომატი ჯაშუშური საქმიანობით არის დაკავებული
“იტალიაში აკრედიტებული რუსი დიპლომატების მესამედი საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ ინფორმაციის შეგროვებით არის დაკავებული”, – წერს La Repubblica.
იტალიის კონტრდაზვერვის, Aisi-ს მონაცემით, იტალიაში მყოფი, სულ მცირე, 80 რუსი დიპლომატი მუშაობს ГРУ-ზე, ФСБ-ზე, საგარეო დაზვერვაზე.
აღინიშნება, რომ ისინი ახალი აგენტების გადაბირებითა და საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებით არიან დაკავებულნი. ამასთანავე, ორი რუსი დიპლომატი – ალექსეი ნემუდროვი და დიმიტრი ოსტროუხოვი, რომლებმაც იტალიელი სამხედროს – ვალტერ ბიოტოს გადაბირება შეძლეს, მოსკოვში უკვე გაფრინდნენ. მათ ქვეყნიდან მხოლოდ დეპორტი შეეხო, რადგან დიპლომატიური იმუნიტეტის გამო დაკავება შეუძლებელი იყო.
ბიოტო ქვეყნის გენერალურ შტაბში მუშაობდა. მისი მობილური ტელეფონიდან ამოღებულია საიდუმლო დოკუმენტების 181 ფოტო, მათგან 9 კლასიფიცირებულია, როგორც “მკაცრად საიდუმლო”, თითქმის 50, როგორც “ნატო-ს საიდუმლო”.