თამარ გაბუნია: იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებულად შეინიშნება შემთხვევების მატება, უფრო ლოკალიზებული ტესტირების პროგრამები დაიწყო
“იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებულად შეინიშნება შემთხვევების მატება, დაიწყო უფრო ლოკალიზებული ტესტირების პროგრამები”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში 24 ათასი ტესტი ჩატარდა
„კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებო რჩება. ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 1.8%-ია, შვიდდღიანი მაჩვენებელი – 1.73%. ესეც, გარკვეულწილად, იზრდება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ტესტირების პროგრამის აქტიურად გაგრძელება. გასული 24 საათის განმავლობაში, 24 ათასი ტესტი ჩატარდა. იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებულად შეინიშნება შემთხვევების მატება, დაიწყო უფრო ლოკალიზებული ტესტირების პროგრამები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.