ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს

“საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი„ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტში დიდი იმედგაცრუებაა იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულების გზის პოვნა არ სურს.

„ეს არის ევროპარლამენტის წამყვანი წევრების მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ევროპარლამენტში ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის დიდი იმედგაცრუებაა იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულების გზის პოვნა არ სურს. საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები