ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნუ აყვებით ,,ნაცნარატივს”, არანაირ სანქციებზე საუბარი არაა, არც იქნება

“ნუ აყვებით ,,ნაცნარატივს”, არანაირ სანქციებზე საუბარი არაა, არც იქნება”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ,,ნაცმოძრაობის” პარტიულმა ტელევიზიებმა ჟრიამული ატეხეს, საქართველოს სანქციებს უწესებენო.

,,ექვსმა ევროპარლამენტარმა გააკეთა განცხადება, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ფინანსურ დახმარებაზე გვინდა პირობითობის დაწესებაო. ატეხეს ,,ნაცმოძრაობის” პარტიულმა ტელევიზიებმა ჟრიამული, არიქა, საქართველოს სანქციებს უწესებენო. იმ ექვსმა ევროპარლამენტარმა ისიც თქვა, ეს ჩვენი იდეაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ ევროკომისია იღებსო. ასე რომ, ნუ აყვებით ,,ნაცნარატივს”, არანაირ სანქციებზე საუბარი არაა, არც იქნება…”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები