“მოლაპარაკებები დასრულებულია თუ არა, ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მზაობის შემთხვევაში, მმართველი გუნდი მოლაპარაკებისთვის მზადაა.
“მოლაპარაკებები დასრულებულია თუ არა, ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე. დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მედიატორის მიერ, არ მიიღო. შესაბამისად, თუ მათი მხრიდან მზაობა გამოჩნდება, რომ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდეს, მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. პრემიერმინისტრმა ფაქტის კონსტატაცია მოახდინა და თქვა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დასრულებულია, თუმცა, თუ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ მზაობას დავინახავთ იმისას, რომ ამ პუნქტებზე მოლაპარაკება გაგრძელდეს, მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.