“მაპატიეთ”, უმსგავსობა არ ჩამიდენია” – ქალი, რომელმაც პოზნერს უმასპინძლა, განმარტებას აკეთებს

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი საქართველოში, მირანდა მირიანაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

მირიანაშვილი პატიებას ითხოვს.

“მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც – ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს, ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით – ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობასა და სიყვარულს, ამითაა სავსე ახლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ, ყველას, მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა  თითოეულს გითხრათ, რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ახლა მხდის ბედნიერს”, – წერს მირიანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები