დღეს, 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ.

უწყების ცნობით, სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

“თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.

– ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

– ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! COVID-19-ის ვაქცინაცია ინდივიდური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები