ნიკოლოზ გამყრელიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე იაშვილის კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

როგორც აცრის შემდეგ გამყრელიძემ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს.

„თავს ვგრძნობ ძალიან კარგად და ძალიან მიხარია, რომ აცრის შესაძლებლობა მომეცა, რადგან ერთი წელია, გადავიტანე კოვიდი და ჩემი ანტისხეულები როდესაც შევამოწმე, უკვე მილევის პირას იყო. აცრა მომცემს დამატებით ანტისხეულებს, რომ ჩემს თავს ნაკლები შეზღუდვები დავუწესო. რატომ „ასტრაზენეკა“? ორივე ეს კომპანია – „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში წამყვან ხუთეულში შედის. ორივეს მიმართ ნდობა მაქვს 100-პროცენტიანი. გავაკეთე არჩევანი „ასტრაზენეკაზე“. მოსახლეობასა და ჩემს კოლეგებს რაც შემიძლია, ვუთხრა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები, რადგან, ვაქცინის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები