“რა უცნაურია, არა? დედა – პოზნერისა და კრემლის საპატიო სტუმარი, ხოლო შვილი პოზნერის ვიზიტის გამპროტესტებელი” – ვლადიმერ ბოჟაძე

„რა უცნაურია, არა, ეს ყველაფერი? დედა – პოზნერისა და კრემლის საპატიო სტუმარი, ხოლო შვილი პოზნერის ვიზიტის გამპროტესტებელი“, – ამ მინაწერით სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი – ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ნინო ბურჯანაძესთან ვლადიმერ პოზნერის 2017 წლის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც რუსეთის პირველი არხით გადაიცა.

როგორც ინტერვიუში ბურჯანაძე ამბობს,  მოხარულია იმით, რომ პოზნერი საქართველოში ვიზიტს კარგად გამოეხმაურა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ყოველთვის მოხარულნი ვართ, გნახოთ მეგობრებად, ტურისტებად, სტუმრად“, – აცხადებს ბურჯანაძე.

„რა უცნაურია, არა, ეს ყველაფერი? დედა – პოზნერისა და კრემლის საპატიო სტუმარი, ხოლო შვილი პოზნერის ვიზიტის გამპროტესტებელი. ოჯახში მაინც ჩამოყალიბდით, თუ ოპოზიციის რიგებში ვერ ყალიბდებით“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები