თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, გარკვეულწილად, იმატებს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესგარემოში წესების დაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იმატებს და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესგარემოში წესების დაცვა.
მისივე თქმით, ტესტირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
“შემთხვევები, გარკვეულწილად, იმატებს. ამდენად, ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესგარემოში წესების დაცვა, პირადი დაცვის საშუალებები და აქტიური ტესტირების გაგრძელება, რაც აქამდეც ხორციელდება როგორც ბიზნესგარემოში, ასევე, პრიორიტეტულ ჯგუფებსა და ყველა სიმპტომურ პირში. ეს იქნება ჩვენთვის შემთხვევების მატების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.